- ზროხა
- (ოთხფ.) ცნობილი შინაური ხვასტაგი (ფსალ. 8, 7), вол, ესე არს საზოგადო სახელი, ხოლო მამალს ეწოდების ხარი, დედალს - ფური, შვილთა მათთა -ხბო, წლამდე სახარეს ხბოს - ბოჩოლა, საფურეს - მოცედი, წელიწადზედ მეტს სახარეს - მოზვერი და ზვარაკი, საფურეს - დეკეული და დიაკეული, ორის წლისას ხარს - ბოიკი, ფურს - წიქარა, საკლავად სასუქს - უსხი, საკიდარს ხარს - აზავერი, დაუკოდელს ხარს - კურო, ბუღა და პრასი, შესაწირავს - კურატი და ზვარა, კუდა მოზვერს - კოკოზა, ბერწ ფურს - ურწანი, უზვი და ფურბერწი. კამბეჩთა და ირემტა მამალ-დედალნიც ხარ-ფურობით ითქმიან.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.